Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვის გამო გამოგვიცხადა ჰიტლერმა ომი
ambebi.ge
17 January 2017, 20:20
88 წლის ასაკში მსახიობი ლადო მექვაბიშვილი გარდაიცვალა. 85 წლის იუბილეზე მას მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ლადო მექვაბიშვილმა უამრავი პერსონაჟი განასახიერა როგორც სცენაზე, ისე ტელესპექტაკლებში. ის ლიტერატურული თეატრის მსახიობიც იყო და გადაღებულია თხუთმეტამდე მხატვრულ ფილმში.

მსახიობის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა რეჟისორ შალვა გაწერელიას მოღვაწეობის პერიოდი, რომელსაც თეატრალების დიდი ნაწილი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ პერიოდად ასახელებს. აქვე ვიტყვი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა სერიალში - "შუა ქალაქი". მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟი იუზა ბიძია სულ რამდენიმე სერიაში გამოჩნდა, ხალხს ის დღემდე ახსოვს.

პატარა დირიჟორი
ლადო მექვაბიშვილს ეკონომიკური განათლება ჰქონდა, მაგრამ ამ საქმეს გული თავიდანვე ვერ დაუდო. ის სკოლის ასაკიდან იდგა სცენაზე. თავიდან მსახიობის პროფესია არ მოსწონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლოს მაინც ამან გადაწონა და ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. 80 წელს გადაცილებული მსახიობი მუშაობდა და სპექტაკლებშიც იყო დაკავებული. თავისი ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს მისთვის დამახასიათებელი იუმორით იხსენებდა:
"ოზურგეთში ვცხოვრობდი და იქვე, მესამე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სკოლაში ყოველგვარი მაიმუნობის "მხედართმთავარი" ვიყავი: ხან ჩარლი ჩაპლინს ვთამაშობდი და ხან გოგონების ქოლგით დავდიოდი. მოწინავე ბავშვების რიგებში გახლდით, მიუხედავად იმისა, - ახლა რა ვარ და მაშინ მიწაზე საერთოდ არ ვჩანდი. სკოლაში სიმღერის გუნდს ვდირიჟორობდი. სიმაღლეში პატარა, სცენაზე სადირიჟოროდ რომ გამოვდიოდი, პარტერიდან წივილ-კივილის ხმა მესმოდა. ჩვენი სკოლა ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა. კარგად მახსოვს, გვიანი საღამო იყო, სკოლებს შორის ოლიმპიადა გაიმართა. ვმღეროდი, როცა დარბაზში შუქი ჩაქრა. ატყდა გნიასი. გამოვედი გარეთ და შეწუხებული ხალხი ტიროდა, ზოგიც მიწაზე ეყარა და ისე მოთქვამდა: "ვაი, შვილო", "ვაი, ძმაო", "ვაი, ქმარო"... - თურმე, გერმანიამ ომი გამოგვიცხადა. იმ დროს 13 წლის ვიყავი. გავიდა სამი თვე და ქუჩაში ერთი ხანში შესული კაცი შემხვდა, - აგერ, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. გერმანიამ ომი რომ გამოგვიცხადა, შენ არ იყავი, იმ ღამით რომ იმღერეო? - კი, მე ვიყავი-მეთქი. - კი, მაგრამ რა იმღერე, ბიჭო, ამისთანა, ჰიტლერი რომ გადაირია და ამის გამო ომი გამოგვიცხადაო?! იდეოლოგიური დატვირთვის მატარებელი სიმღერა იყო, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნახსენები სტალინი ან საბჭოთა კავშირი. აბა, ისე ვინ გამღერებდა?! მერე ის კაცი თავზე მომეფერა და მთხოვა, - თუ კაცი ხარ, მეტი აღარ იმღერო, თორემ მტერი აფხაზეთშია და შენ ხმას რომ გაიგონებენ, ოზურგეთშიც შემოირბენენო".

გაქცევა და დაბრუნება თეატრში ... განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი